2021 წლის ზამთრის სეზონის ტრენდი ცნობილია

36

UGG – ეს არის ბრენდი, რომელიც 2021 წლის ზამთრის სეზონის ტრენდია. ბრენდმა, UGG-ს ქუჩის სტილში გადაყვანა გადაწყვიტა. ამისათვის კი სარეკლამო კამპანია წამოიწყო, სადაც ფეხსაცმლის მოდელის სახე VOGUE-ს ყოფილი რედაქტორი ანდრე ლეონ ტალი გახდა.

როგორც 72 წლის ტალიმ განაცხადა, ის დიდხანს ფიქრობდა, რომ UGG უშნო და უგემოვნო ფეხსაცმელი იყო, თუმცა წლების შემდეგ VOGUE-ს ყოფილმა რედაქტორმა აზრი შეიცვალა. დღეს ის UGG-ს ყველაზე კომფორტულ ფეხსაცმელად მიიჩნევს.