დოკუმენტური ფილმი ჟურნალისტის შესახებ არავინ იყიდა

233

დოკუმენტურმა ფილმმა “დისიდენტი”, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგჯის მკვლელობაზე გვიამბობს, ფესტივალ “სანდენსის” კრიტიკოსების დადებითი რეაქცია გამოიწვია. ფილმის ავტორი ოსკაროსანი რეჟისორი ბრაიან ფოგელია, ხოლო გადაღებები სრულად ადამიანის უფლებების ფონდმა დააფინანსა. თუმცა, დოკუემნტური ფილმი არცერთმა სტრიმინგ–კომპანიამ არ იყიდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ, როდესაც საუბარი დიდ ფულს, ინტერესებს, ინვესტორებსა და აუქციონერებს ეხება, გადაწყვეტილებები ნაკლებად რისკიანი ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესმენებს არ სურთ საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაფუჭება”, – აცხადებს რეჟისორი.