არქეოლოგებმა ადამიანების თავის ქალებისგან აშენებული აცტეკური კოშკი აღმოაჩინეს

274

მექსიკური კოშკი ჰუეი ცომპანტლი ადამიანების თავის ქალებისგან აშენდა. ცოტა ხნის წილ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ბევრად დიდია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. არქეოლოგებმა ისტორიული ადგილის ახალ ნაწილის მიაკვლიეს. ეს კი პლუს 119 თავის ქალას უდრის. სულ თავის ქალების რაოდენობა 630–ია.

“ველოდით, რომ მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცების თავის ქალებს ვიპოვიდით, რადგან მსგავსი კოშკების მშენებლობაში მეომრების ნეშტებს იყენებდნენ, თუმცა ამჯერად აღმოჩენილი იქნა ბავშვებისა და ქალების თავის ქალები”, – განაცხადა ანთროპოლოგმა როდრიგო ბოლანოსმა.

“ეს ადგილი მუდამ გვაკვირვებს და ის ნამდვილად ყველაზე შთამბეჭდაბი არქეოლოგიური აღმოჩენაა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მექსიკის კულტურის მინისტრმა, ალეხანდრა ფრაუსტომ.

არქეოლოგები თვლიან, რომ კოშკი 1486–1502 წლებში აშენდა, ხოლო თავის ქალები რიტუალურ მსხვერპლს ეკუთვნის.