Dr.Dre რეანიმაციაში მოხვდა

107

ამერიკელი რეპერი Dr.Dre ლოს–ანჯელესის ჰოსპიტალში Cedars Cinai თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოზით შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმები მუსიკოსის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, მაგრამ ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ის ჯერ ვერ დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ სანამ ჰიპ–ჰოპის ვარსკვლავი საავადმყოფოშია, ოთხი მამაკაცი მის სახლში შეღწევას ცდილობდა. თუმცა, ბოროტმოქმედები დაცვამ შეამჩნია და პოლიცია გამოიძახა. მძარცველები დაკავებულები არიან.