ზოი კრავიცი 18-თვიანი ქორწინების შემდეგ, მეუღლეს დაშორდა

211

2019 წელი გრანდიოზული ჰოლივუდური ქორწილებით დაგვამახსოვრდა და მათ შორის ერთ-ერთი ზოი კრავიცის იყო. ლენი კრავიცის ქალიშვილმა კარლ გლუსმანზე იქორწინა, თუმცა მამის ვილაზე დაწყებულმა ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა და როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, ისინი 18-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდება.

როგორც New York post წერს, სასამართლოში განცხადება სწორედ ზოიმ შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ურთიერთობაში არსებული პრობლემების შესახებ გლუსმანი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გვატყობინებდა, როცა სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვები დაწერა – “ერთი წელი! ეს ისეთი არ იყო, როგორსაც ველოდით, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ ამას გავუმკლავდით, სხვა ყველა დაბრკოლებასაც დავძლევთ.”