HBO Max-მა „ლოქდაუნის“ თრეილერი გამოაქვეყნა

228

სტრიმინგ-სერვისმა HBO Max-მა ფილმ „ლოქდაუნის” თრეილერი გამოაქვეყნა. რეჟისორ დაგ ლაიმანის ფილმში მთავარ როლებს ენ ჰეტეუეი და ჩივეტელ ეჯიოფორი ასრულებენ. სცენარის მიხედვით პანდემიის გამო, მსოფლიოში კარანტინია გამოცხადებული, თუმცა მთავარი გმირები საიუველირო მაღაზიის გაძარცვას გადაწყვეტენ. ფილმის პრემიერა 2021 წელს  შედგება.