Grammy Awards 31 იანვარს აღარ გაიმართება

303

ამერიკის შეერთებული შტატების ხმისჩამწერი აკადემიის დაჯილდოება “გრემი” 2021 წლის 31 იანვარს აღარ გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ღონისძიების ჩატარების ახალი თარიღი უცნობია, თუმცა ორგანიზატორები დაჯილდოებას სავარაუდოდ მარტში ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ პრემია “გრემი” ყოველწლიურად გადაეცემა მუსიკოსებს, პროდიუსერებსა და შემსრულებლებს.