ფილმი „ერთი ღამე მაიამიში” ახალი თრეილერი გამოვიდა. კინოსურათში ახალგაზრდა მოკრივე კასიუს კლეი მსოფლიო ჩემპიონი ხდება. ის გადაწყვეტს გამარჯვება მეგობრებთან ერთად აღნიშნოს, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ მეორე დღეს აშშ-ს აფროამერიკული მოსახლეობისთვის ახალი ეპოქა დაიწყება.
პროექტის რეჟისორი მსახიობი რეჯინა კინგია, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ნამუშევარია. ფილმი, რომლის პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა, Amazon Prime-ზე 15 იანვარს გამოვა.