მეცნიერთა და არქეოლოგთა ჯგუფმა 2500 წლის ტაძრის ნანგრევები თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ურლა–ჩეშმეს ნახევარკუნძულზე აღმოაჩინა.
ტერიტორიის შესწავლის შემდეგ სულ 35 უძველესი დასახლება იქნა ნაპოვნი, მათ შორის 16 კი ნეოლითის ხანას განეკუთვნება.
რაც შეეხება აფროდიტეს ტაძარს, ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნით თარიღდება.
როგორც არქეოლოგი ელიფ კოპარალი აცხადებს, სიყვარულის, სილამაზისა და ვნების ძველბერძნული ღვთაება ერთ–ერთი ყველაზე პატივსაცემი იყო ამ პერიოდში.
2,500-year-old Aphrodite temple discovered in Turkey https://t.co/iDGog0y9xn pic.twitter.com/741Z2GBaDu
— ANADOLU AGENCY (ENG) (@anadoluagency) January 2, 2021