ბი ბი კინგს კელვინ ჰარისონი განასახიერებს

149

ბაზ ლურმანის ფილმში, რომელიც ელვის პრესლის ბიოგრაფიაზე მოგვითხრობს, ახალგაზრდა ბი ბი კინგის როლს მსახიობი კელვინ ჰარისონი შეასრულებს.

როკ–ენ–როლის მეფის როლი ოსტინ ბატლერს ერგო, პროდიუსერ ტომ პარკერს ტომ ჰენქსი განასახიერებს, ელვისის დედის როლში მეგი ჯილენჰოლს ვიხილავთ, ხოლო პრისცილა ოლივია დეჯონგი იქნება.

ფილმის პრემიერის თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია.