ლა სკალამ საშობაო გალა–კონცერტი გამართა

603

კორონავირუსის პანდემიის გამო, ლა სკალას საშობაო ღონისძიება ცარიელ დარბაზში გაიმართა, თუმცა ტრანსლაცია მსოფლიოს ყველა წერტილში იყო ხელმისაწვდომი. როგორც ლა სკალას სეზონის გახსნისას პლასიდო დომინგომ განაცხადა, მისი დებიუტი ამ სცენაზე 51 წლის წინ შედგა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სონია იონჩევამ, ბენჯამინ ბერნჰაიმმა, ხუან დიეგო ფლორესმა, ილდარ აბდრაზაკოვმა და სხვა არტისტებმა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტში მონაწილეო ორკესტრი და გუნდი, სოციალური დისტანციის გათვალისწინებით, პარტერში განთავსდა.