კარდი ბიმ ყოფილ მენეჯერთან სასამართლო დავაში გაიმარჯვა

168

კარდი ბიმ ყოფილ მენეჯერთან კლენორდ რაფაელთან სასამართლო დავაში გაიმარჯვა. დავა ორი წელი გრძელდებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუსიკოსი 30 მილიონ დოლარს მიიღებს.

“შესანიშნავია, როდესაც თავს თავისუფლად გრძნობ”, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რაფაელმა, რომელიც ჰიტის Bodak Yellow თანაავტორია, არტისტს 2018 წელს უჩივლა. მენეჯერმა კარდი ბი კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მომღერლის კარიერაში მონაწილეობა აუკრძალეს. თუმცა, არტისტმა თავად უჩივლა ყოფილ მენეჯერს და სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ რაფაელი მას ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტს უკრძალავდა.