რომელ თანამედროვე მუსიკოსებს უსმენს პოლ მაკ–კარტნი

207

როგორც პოლ მაკ–კარტნიმ პორტალ Reddit-ის მომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, მას ახალ მუსიკას მეგობარი უგზავნის ხოლმე.

“გამიმართლა, რომ მყავს მეგობარი, რომელიც ახალ ტრეკებს მიგზავნის და მუსიკალურ სამყაროში სიახლეებს მაცნობს. ამიტომ მე ვუსმენ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან დომინიკ ფაიკი, ბექი, St Vincent და Khruangbin. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობ ძველ ჰიტებსმ ხანდახან ვუსმენ კლასიკას”, – განაცხადა მაკ–კარტნიმ.