51 წლის ჯენიფერ ლოპესი დაქორწინებას არ ჩქარობს

221

51 წლის მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ალექს როდრიგესზე დაქორწინებას არ ჩქარობს. არტისტმა ამის შესახებ რადიოშიუში „Radio Andy“ სტუმრობისას  თავად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ საქორწილო გეგმები ჩაუშალა, რის შემდეგაც დაფიქრდა, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯი არც არასდროს გადადგას. ყოველ შემთხვევაში საქორწილო ცერემონიის გამართვას არ ჩქარობს.

ცნობისთვის, ჯეილო და ალექს როდრიგესი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. ხოლო 2 წელიწადში ისინი ოფიციალურად დაინიშნენ. წყვილს პირველი ქორწინებიდან ორ-ორი შვილი ჰყავს.