ამერიკელმა მეცენატმა კურტოს ინსტიტუტს 10 მილიონი ფუნტი შესწირა

214

ამერიკელმა მეცენატმა ლეონარდ ბლავატნიკმა, ხელოვნების შემსწავლელ წამყვან დასავლურ ცენტრს, კურტოს ლონდონის ხელოვნების ინსტიტუტს 10 მილიონი ფუნტი შესწირა.

კურტოს ინსტიტუტი ახლა პირველ მასშტაბურ რეკონსტრუქციას გადის. რემონტი 2021 წელს უნდა დასრულდეს. ბლავატნიკის გარდა, ცენტრს მატერიალურად დაეხმარნენ სხვა მეცენატები და ბრიტანეთის სალატარეო ფონდი.

2021 წლიდან კურტოს გალერეები მნახველებს განახლებულ ექსპოზიციებს პირდებიან. ექვს ახალ დარბაზს კი მეცენატის სახელი Blavatnik Fine Rooms დაერქმევა. ბლავატნიკის ოთახებში წარმოდგენილი იქნება XVIII საუკუნის რენესანსის პერიოდის მხატვრების ნამუშევრები (ბოტიჩელი, ლუკას კრანახ უფროსი, პიტერ ბრეიგელი, ტომას გეინსბორო და პიტერ პაულ რუბენსი).