ლეონარდო დიკაპრიო გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში ითამაშებს

745

ოსკაროსანი ლეონარდო დიკაპრიო, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ტიტულოვანი რეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ახალ დრამაში Nightmare Alley მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმი 1947 წელს გადაღებული კინოსურათის ადაპტაცია იქნება და ის უილიამ ლინდის ამავე სახელწოდების რომანს დაეყრდნობა.

ფილმის სიუჟეტი ამბიციური თაღლითისა და კორუფციულ გარიგებებში ჩართული ფსიქიატრის გარშემო ვითარდება.

როგორც ცნობილია, გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება.

სულ მალე, ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით გამოვა კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი ერთხელ ჰოლივუდში, სადაც მსახიობს პარტნიორობას ბრედ პიტი, მარგო რობი და ალ პაჩინო უწევენ.

წყარო: Variety