ნოტრ–დამის ორგანის რესტავრაცია იწყება

36

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ორგანის დემონტაჟის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტი 2019 წლის ხანძრის დრო არ დაზიანებულა, ის ტყვიის მტვერით დაიფარა. გარდა ამისა, ინსტუმენტის ზოგიერთი ელემენტი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაში მოხვდა. ამიტომ, ორგანი გაწმენდასა და რესტავრაციას საჭიროებს.

როგორც ნოტრ–დამის კურატორი გენერალი ჟან–ლუი ჟორჟელენი ამბობს, ინსტრუმენტის გამართვას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.

“იმისთვის, რომ ტაძრის გახსნაზე, 2024 წლის 16 აპრილს მისი ხმა გავიგონოთ, ნახევარი წელი დაგვჭირდება”, – განმარტავს ჟორჟელენი.

ტენდერი ინსტრუმენტის გაწმენდვაზე, რესტავრაციასა და აწყობაზე 2021 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდება.