მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეებმა HBO-სთან დავა მოიგეს

292

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეებმა HBO-ს წინააღმდეგ შეტანილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გამართულ დავაში გაიმარჯვეს. ამგვარად, მათ ექნებათ საშუალება ფილმის “Leaving Neverland” შემქმნელებს უჩივლო. მუსიკოსის ნათესავებმა დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ 100 მილიონი დოლარი მოითხოვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ HBO-მ 1992 შეთანხმების პირობები დაარღვია, რადგან ფილმში საკონცერტო ჩანაწერებია გამოყენებული.

სასამართლომ დაადგინა, რომ 1992 წელს შეთანხმება ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შედგა და დღესაც ძალაშია. HBO კომენტარს მომხდართან დაკავშირებით არ აკეთებს.