ლა სკალას სეზონი ცარიელ დარბაზში გაიხსნა

285

პირველად ისტორიაში თეატრმა ლა სკალა სეზონი ცარიელ დარბაზში გახსნა. ტრადიციული საოპერო პრემიერის ნაცვლად ტელევიზიამ საოპერო და საბალეტო ნომრები გააშუქა.

ტრადიციულად მილანის საოპერო თეატრის სეზონი 7 დეკემბერს იხსნება და საზეიმო საღამოზე ელიტა იკრიბება. ბილეთის ფასი დაახლოებით 3000 ევროა.

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში სეზონის გახსნა სულ სამჯერ გადაიდო, ბოლოს ეს მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, როდესაც ლა სკალას შენობა ბომბებისგან დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული თეატრები პუბლიკისთვის 2021 წლის 15 იანვრამდე დახურული იქნება.