ამერიკელი კანტრი–მუსიკოსი ჩარლი პრაიდი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება შემსრულებლის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
“მწუხარებით გიდასტურებთ, რომ ჩარლი პრაიდი 2020 წლის 12 დეკემბერს, შტატ ტეხასის ქალაქ დალასში, COVID-19–ით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში.