Spice Girls-ის წევრის მოკვლა ტერორისტს სურდა?

93

ბრიტანული ჯგუფის Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა ჯერი ჰოლიველმა გაზეთ The Sun-თან საუბარში აღნიშნა, რომ ტერორისტი დევიდ კოულენდი მის მოკვლას 2000 წელს გეგმავდა.

“ეს ჩემი პირველი სოლო–კონცერტი იყო, ის კი მოკვლით დამემუქრა. ამბობდა, რომ მომკლვს და სძულს ის ფაქტი, რომ მე გეებთან ვმეგობრობ”, – ამბობს მომღერალი.

მისივე განმარტებით, პოლიციამ მას კონცერტის გაუქმება ურჩია, თუმცა ჰოლიველი არ დათანხმდა.

1999 წელს დევიდ კოულენდმა ლონდონში სამი ობიექტი ააფეთქა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. 2000 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.