ნაილ როჯერსმა ბრიტანეთის პარლამენტში სტრიმინგისგან გამოწვეული პრობლემები განიხილა

274

სიმღერების ავტორებმა ბრიტანეთის პარლამენტის წევრებთან ერთად სტრიმინგ–სერვისების ეკონომიკური მხარე განიხილეს და მუსიკალური სერვისებისგან გამოწვეულ ზარალზე ისაუბრეს. როგორც მუსიკოსმა ნაილ როჯერსმა განაცხადა, პანდემიის დაწყებამდე მას არასოდეს უფიქრია იმაზე, თუ რა მოგება მოაქვს სტრიმინგს, რადგანაც შემოსავლის უდიდეს ნაწილს გასტროლები უზრუნველყოფდა. ახლა კი კომპოზიტორი უსიამოვნოდ განცვიფრებულია.

“ჩვენ არც კი ვიცით, რა ღირს თითო მოსმენა სტრიმინგ–პლატფორმაზე. და ამის გაგების არანაირი გზა არ არსებობს”, – აცხადებს ის.

მისივე აღნიშვნით, ლეიბლების პოზიციაც სტრიმიგთან დაკავშირებით გაუგებარია. არტისტი ურჩევს კოლეგებს გადახედონ კონტრაქტებს ლეიბლებთან და შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ.

თავის მხრივ კომპოზიტორი ფიონა ბევანი აცხადებს, რომ კაილი მინოუგის მიერ შესრულებულ სიმღერაში Disco, მხოლოდ 100 ფუნტი მიიღო.

“მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ავტორები ბინის ქირას ვეღარ იხდიან. ჰიტების ავტორები იძულებულები გახდნენ ტაქსის მძღოლებად დაეწყოთ მუშაობა”, – აცხადებს ბევანი.