მადს მიკელსენის აზრით მას გრინდევალდის როლის შესრულება გაუჭირდება

57

როგორც მსახიობმა მად მიკელსენმა განაცხადა, “ჯადოსნურ ცხოველებში” ჯადოქრის გრინდევალდის როლის შესრულება გაუჭირდება, რადგანაც თვლის, რომ ჯონი დეპის ინტერპრეტაცია არ უნდა დაიკარგოს.

“ჯერ ვერ მოვიფიქრეთ როგორ გავაკეთოთ. საჭიროა ჯონისა და ჩემს შორის მცირე ხიდის აშენება. ამავდროულად, ეს როლი ჩემი უნდა იყოს”, – აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ სტუდია Warner Bros.–ის ოფიციალური განცხადების თანახმად, ფილმ “ჯადოსნური ცხოველების” მესამე ნაწილის გადაღებებზე მსახიობ ჯონი დეპს მადს მიკელსენი ჩაანცვლებს. ბეჭდურმა გამოცემამ ჯონი დეპს ბრალი ყოფილი ცოლის, ემბერ ჰარდის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც სტუდიამ Warner Bros. მსახიობს როლზე უარის თქმა სთხოვა.