მსახიობებმა ტოლკინის სახლის გამოსყიდვის იდეას მხარი დაუჭირეს

56

ფილმ “ბეჭდების მბრძანაბელის” როლების შემსრულებელმა მსახიობებმა ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სახლის გამოსყიდვის კამპანიას მხარი დაუჭირეს. ტოლკინის ოჯახმა ოქსფორდში სახლი 1930 წელს შეისყიდა. მწერალი აქ 17 წელი ცხოვრობდა, სანამ უნივერსიტეტში მუშაობდა. სწორედ ამ სახლში დაიწერა “ჰობიტიც”, რომელმაც “ბეჭდების მბრძანებელს” ჩაიყარა საფუძველი.

შენობის გამოსასყიდად 6 მილიონი დოლარის შეგროვებაა საჭირო, ხოლო მგლობელმა პროექტის ავტორებს თანხის შესაგროვებლად სამი თვე მისცა.

პროექტის ავტორების აზრით, სახლი კულტურულ ცენტრად უნდა იქცეს, რომელშიც ლიტერატურული პროგრამები განხირციელდება. პროექტს მხარი დაუჭირეს იენ მაკ–კელენმა, მარტინ ფრიმანმა და ჯონ რის–დევისმა.