ჯონი დეპის ფანატები ემბერ ჰერდის ფილმში მონაწილეობას აპროტესტებენ

56

ჯონი დეპის ფანატებმა ემბერ ჰერდის “აქვამენში” მონაწილეობა გააპროტესტეს და მათი პეტიცია უკვე 1,6 მილიონ ხელმოწერას ითვლის. ფანატები ჰერდს ცილისწამებაში ადანაშაულებენ და აგრესორს უწოდებენ.

“მამაკაცები ოჯახური ძალადობის ისეთივე მსხვერპლი არიან, როგორც ქალები. ეს უნდა ვაღიაროთ და მოძალადეებს არ უნდა მივცეთ გასართობ ინდუსტრიაში მოწინავე ადგილების დაკავების უფლება”, – წერენ პეტიციის ავტორები.