თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

230

Covid-19-ის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება.

ფილმების ჩვენება ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე იქნება.  პლატფორმაზე გაწევრიანება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

წლევანდელი კინოფესტივალი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ინდუსტრიული დღეები; მასტერკლასები; ფილმების ჩვენება.

ინდუსტრიული დღეებ მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო.

პანელურ დისკუსიებში, ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება, სადაც იმსჯელებენ ბალტიისპირეთის შედარებით ანალიზზე, კოპროდუქციის საკითხებში; ამ მაგალითზე განიხილება „მანდარინები“ და „ნამე“.

გარდა ამისა, გაიმართება პანელური დისკუსიები საკითხზე „ფესტივალები დახურულ კარს მიღმა“ – რომელიც მოიცავს ფესტივალის პროგრამის დამუშავებას, სელექციის პროცესს…

დისკუსიები 4 და 7 დეკემბერს გაიმართება.

ფიჩინგ ვორქშოფებთან ერთად, მონაწილეებს წელს პირველად მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში, რომელიც საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) იქნება კონცენტრირებული.

მასტერკლასები

აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, რატი ონელი, იოანა ბერნჰარდსონი, ნინო კირთაძე, ინდუსტრიული პლატფორმის  სპეციალური სტუმრები იქნებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ.

კინოჩვენებები

20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: „მსოფლიო კინო“ და „დამზადებულია გერმანიაში“.

პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში კი – 4.

14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

1. A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს (რეჟ: ელიზა პეტკოვა);

2. Another Round / თრობა (რეჟ: თომას ვინტერბერგი);

3. Apples / ვაშლები (რეჟ: ხრისტოს ნიკუ);

4. Bad Tales / ცუდი ზღაპრები (რეჟ: ფაბიო და დამიანო დ’ინოჩენცო);

5. Charlatan / შარლატანი (რეჟ: აგნიეშკა ჰოლანდი);

6. Conference / კონფერენცია (რეჟ: ივან ტვერდოვსკი);

7. Delete History / ისტორიის წაშლა (რეჟ: ბენუა დელეპინი, გიუსტავ კერვერნი);

8. Father / მამა (რეჟ: სრდან გოლუბოვიჩი);

9. I Am Greta / მე გრეტა ვარ (რეჟ: ნათან გროსმანი);

10. Into Dad’s Woods / მამაჩემის ტყე (რეჟ: ვერო კრატცბორნი);

11. Laila in Haifa / ლაილა ჰაიფაში (რეჟ: ამოს გიტაი);

12. Memory House / მოგონებების სახლი (რეჟ: ჟოაუ პაულუ მირანდა მარია);

13. Model Olimpia (რეჟ: ფრედერიკ ჰამბალეკი);

14. Never Gonna Snow Again / აღარასდროს მოთოვს (რეჟ: მარგოჟატა შუმოვსკა, მიხალ ენგლერტი);

15. Siberia / ციმბირი (რეჟ: აბელ ფერარა);

16. Sisters Apart / ცეცხლში (რეჟ: დაფნე ხარიზანი);

17. Summer of ’85 / 1985-ის ზაფხული (რეჟ: ფრანსუა ოზონი);

18. The Roads Not Taken / უვალი გზები (რეჟ: სალი პოტერი);

19. The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა (რეჟ: სან-სუ ჰონი);

20. Undine / უნდინე (რეჟ: ქრისტიან პეცოლდი).