მერილინ მენსონს სტივენ კინგის ეკრანიზაციაში როლი ჩამოართვეს

120

სტივენ კინგის რომანის, “წინააღმდეგობის” მიხედვით გადაღებულ მინი–სერიალში მერილინ მენსონს ვეღარ ვიხილავთ. როგორც პროექტის რეჟისორმა ჯოშ ბუნმა გამოცემა Entertainment Weekly–სთან საუბარში აღნიშნა, პერსონაჟი კიდი სერიალში საერთოდ აღარ მონაწილეობს.

“ჩვენ მერილინთან დიდი ხანია ვიხილავთ მის მონაწილეობას და კიდის როლს. მან და შუთერ ჯენინგსმა ჯგუფ The Doors-ის კომპოზიციის “The End” ქავერიც კი ჩაწერეს, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან ძვირი აღმოჩნდა. შოუს მცირე ბიუჯეტი აქვს და ამიტომ, ზოგიერთ სურვილზე უარის თქმა მოგვიწია. ამის მსხვერპლი გახდა კიდიც”, – განმარტავს რეჟისორი.