ბრიტანეთის ხელისუფლება Netflix-ს ახსნა–განმრტებებს სთხოვს

108

სერიალ “გვირგვინის” მეოთხე სეზონის გამოსვლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა განემარტა მაყურებლისთვის, რომ შოუ მხატვრული ნაწარმოებია. როგორც ქვეყნის კულტურის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა განაცხადა, ის პირდაპირ მიმართავს Netflix-ს მსგავსი განმარტება სერიალშივე გაკეთდეს.

“ეს შესანიშნავი მხატვრული ნაწარმოები, ამიტომ, ისევე როგორც სხვა პროგრამების შემთხვევაში, Netflix-მა ცხადად უნდა განმარტოს, რომ ეს ასეთი პროექტია. ვშიშობ, რომ იმ თაობის წასრმომადგენლებმა, რომლებსაც გარკვეული მოვლენები თავად არ უნახავთ, შესაძლოა ეს ჭეშმარიტებად აღიქვან”, – აცხადებს მინისტრი.

Netflix-ში აღნიშნულთან დაკავირებით ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.