დევიდ ლინჩი Netflix-ისთვის სერიალს გადაიღებს

98

დევიდ ლინჩმა შესაძლოა კვლავ ითანამშრომლოს სტრიმინგ–სერვის Netflix-თან. როგორც გამოცემა What’s On იუწყება, შოუ “Wisteria”–ს გადაღებები 2021 წლის მაისში სტუდია The Calvert Studios-ში დაიწყება. სერიალის რეჟისორი და სცენარისტი დევიდ ლინჩი იქნება. პროდიუსინგში ჩაერთვება ასევე საბრინა ს. საზერლენდი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში Netflix-ზე დევიდ ლინჩის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “რა ჩაიდინა ჯეკმა?” გამოვიდა.