მეცნიერებმა დაადგინეს რომელი კლასიკური ნაწარმოები გვეხმარება დაძინებაში

254

ძილის მსოფლიო საზოგადოებამ გლობალური კვლევა ჩაატარა და გაარკვიე, თუ რომელი კლასიკური მუსიკალური ნაწარმოები ეხმარება ადამიანებს სწრაფად დაძინებაში. გამოკითხვაში მონაწილეობა 6 ქვეყნიდან (ტაილანდი, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია და ესპანეთი) 12 ათასმა რესპოდენტმა მიიღო.

აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე ყველა პირს ძილის პრობლემა აქვს. უძილობასთან ბრძოლის ხერხებზე გამოკითხულთა 89% –მა ისაუბრა. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ღვიძილიდან ძილში გადასასვლელად ყველაზე პოპულარული კომპოზიცია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის “მთვარის სონატის” პირველი ნაწილია. აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოები გამოკითხული 6 ქვეყნიდან ხუთში უყვართ, გამონაკლისი მხოლოდ იტალიაა, სადაც ფრედერიკ შოპენის მეორე ნოკტიურნს ანიჭებენ უპირატესობას.

ასევე რესპონდენტებმა ძილისთვის საუკეთესო მუსიკალური ჟანრები დაასახელეს. გერმანიასა და ტაილანდში პირველობა პოპმა მოიპოვა, აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და იტალიაში კი კლასიკამ.