ბრუკლინის მუზეუმი და Netflix-ი ერთობლივ ონლაინ–გამოფენას მასპინძლობენ

141

ბრუკლინის მუზეუმი, რომელიც დევიდ ბოუის, ჟან–პოლ გოტიესა და პერ კარდენის გამოფენებს მასპინძლობდა, სტრიმინგ–სერვის Netflix-თან ერთად ახალ პროექტს “დედოფალსა და გვირგვინს” გვთავაზობს. მიმდინარე გამოფენაზე შესაძლებელია ბრუკლინის მუზეუმში დაცული კოსტუმების დეტალური დათვალიერება და ასევე, ინტერვიუებისა და სერიალების ფრაგმენტების ნახვა.

აღსანიშნავია, რომ ექსპონატები ორ სერიალს ეძღვნება – “ლაზიერის გამბიტი” და “გვირგვინი”.

“ორივე სერიალი სამეფო თემას ეხება. თუ “ლაზიერის გამბიტში” ჭადრაკის ფიგურები სამეფოს სიმბოლოებია, სერიალ “გვირგვინში” პირდაპირ გვაცნობენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრებას”, – აცხადებს გამოფენის კურატორი მეთიუ იოკობოუსი.

გამოფენა “დედოფალი და გვირგვინი” 2020 წლის 13 დეკემბრამდე შემდეგ ბმულზეა ხელმისაწვდომი thequeenandthecrown.com.