ლუვრი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებსა და უნიკალურ მომსახურებას აუქციონზე გაყიდის

150

პარიზის მუზეუმი ლუვრი Christie’s აუქციონზე ოცამდე ლოტს გაყიდის, რომელთა შორისაც ფერწერული ნამუშევრების გარდა უნიკალური მომსახურებაც შევა.

“პირველად არსებობის ისტორიაში, ლუვრი აუქციონზე 24 ლოტს წარმოადგენს, რომელთა შორისაც მხატვრების (იოჰან კრეტენი, კანდიდა ჰეფერი, ევა ჟოსპანი, ჟან-მიშელ ოტონიელი, პიერ სულაჟი და ქსავიე ვიეანი) მიერ მოწოდებული ხელოვნების ნიმუშებია. ასევე, მუზეუმი გთავაზობთ უნიკალურ წინადედებებსა და მომსახურებას, რომლებიც მსოფლიო ბრენდების მხარდაჭერით შემუშავდა”, – წერია ლუვრის განცხადებაში.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო “არამატერიალური” ლოტი “ჯოკონდას” ყოველწლიურ დათვალიერებაზე დასწრებაა. წელიწადში ერთხელ ლეონარდო და ვინჩის შედევრი ვიტრინიდან ამოაქვთ და მყიდველს შესაძლებლობა ექნება ამ პროცესს მუზეუმის დირექტროთან, ჟან-ლიუკ მარტინეზთან ერთად დაესწროს. გარდა ამისა, ლოტებს შორისაა სხვა შეთავაზებებიც, მაგალითად, სამეფო წვეულებების დარბაზში კონცერტზე დასწრების უფლება და მხატვარ-ავანგარდისტთან JR-თან ერთად პარიზის სახლების სახურავებზე სეირნობა.

ვაჭრობა 1-15 დეკემბერს Christie’s საიტზე გაიმართება.