პოლ მაკ-კარტნის ინტერვიუსა და საიდუმლო კონცერტს ეთერში BBC გაუშვებს

148

ედრის ელბას ინტერვიუს პოლ მაკ-კარტნისთან და მუსიკოსის გამოსვლას კლუბში Cavern (2018 წელი) BBC ეთერში 2020 წლის დეკემბერშ გაუშვებს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, 60 წუთიანი ინტერვიუ ახლო მომავალში ლონდონში ჩაიწერება. მუსიკოსი თავის ცხოვრებასა და კარიერაზე გვიამბობს.

“როდესაც მკითხეს, მინდა თუ არა გავესაუბრო პოლ მაკ-კარტნის, უმალ დავთანხმდი. ვის არ უნდა? მე პოლის თაყვანისმცემელი ვარ! მისი შემოქმედება მუდამ მიყვარდა.მოუთმენლად ველი თქვენთან საუბარს, პოლ!” – განაცხადა იდრის ელბამ

ინტერვიუსა და კონცერტის ნახვა BBC One, BBC iPlayer, BBC Radio 2 და BBC Sounds-ზე იქნება შესაძლებელი.