კრის ევანსის ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს

301

ამერიკელი მსახიობი კრის ევანსი, რომელიც Marvel-ის ბლოკბასტერებში კაპიტან ამერიკის როლით გახდა პოპულარული, სოციალურ ქსელებს იპყრობს. მსახიობმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კომპოზიტორ ფაბრიციო პატერლინის მელოდიას Rue des Trois Frères ფორტეპიანოზე ასრულებს. ვიდეოს ათასობით ლაიკი და ასობით კომენტარი აქვს.