ემილია კლარკმა ვალირიულ ენაზე ტექსტი თავად თარგმნა

109

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” მეხუთე სეზონის გადაღებების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, საუბარია იმ სცენაზე, სადაც დეინერის ტარგარიანი მის წინააღმდეგ შეთქმულებას განიხილავს. ცნობილია, რომ ვალირიულ ენაზე დიალოგებს ლინგვისტი დევიდ პეტერსონი ამზადებდა, ხოლო აღნიშნული სცენა თავიდან ინგლისურად ჩაიწერა. შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მონოლოგი გამოგონილ ენაზე ბევრად ეფექტური იქნებოდა და რეჟისორმა მსახიობს სიტყვების ვალირიულ ენაზე თქმა სთხოვა. კლარკს სულ 10 წუთიდ დასჭირდა ფრაზების გასახსენებლად.

“ეს იმდენად რეალურად ჯღერდა, ყოველი სიტყვა, ინტონაცია, მანერა – აშკარა იყო რას გულისხმობდა იგი. ჩვენ მხოლოდ სუბტიტრების დამატება გვიწევდა. ვერცერთი ფანატი ვერ მიხვდა ვერაფერს. ის შესანიშნავად გაუმკლავდა თავის ამოცანას”, – განაცხადა რეჟისორმა ჯერემი პოდესვამ.