მეცნიერებმა ეგვიპტური “შავი სარკოფაგის” საიდუმლო ამოხსნეს

81

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები “შავი სარკოფაგის” გახსნისას მასში ალექსანდრე მაკედონელის ნეშტის პოვნას ელოდნენ, აღმოჩენა არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ალექსანდრიაში ნაპოვნ 2000 წლის შავი გრანიტის სარკოფაგში სამი ცხედარი აღმოჩნდა.

“ჩვენ ის გავხსენით და მადლობა ღმერთს, მსოფლიო სიბნელემ არ მოიცვა. სუპერ–მუმიის ან ალექსანდრე მაკედონელის ნეშტის ნაცვლად, მასში სამი ადამიანის ნეშტები აღმოჩდა. ესაა 20 წლის ქალი და 30 და 40 წლის მამაკაცები. 40 წლის მამაკაცს თავის ქალაში ნახვრეტი აქვს. ჭრილობა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეხორცდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მას ტრეპანაცია ჩაუტარდა”,– აცხადებს ეგვიპრის სიძველეების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მოსტაფა ვაზარიმ.

“ეს ოპერაცია უძველესი ქირურგიული ჩარევის ხერხია, რომელიც ჯერ კიდევ უძველეს დროს ტარდებოდა. თუმცა, აქამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ მსგავსი ოპერაცია ძველ ეგვიპტეში არ ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, შეუძლებელია იმის თქვა, თუ რატომ გაკეთდა ეს ოპერაცია, აღმოჩენა მაინც მნიშვნელოვანია”, –განმარტავს ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს სპეციალისტმა, ზეინაბ ჰაშიშმა.

სარკოფაგში ასევე აღმოჩენილია არტეფაქტები: სამი მინიატურული ოქროს პანელი, ოპიუმის ჭოტი, ხორბალი და გველი. დაკრძალვის ადგილი წითელი სითხით იყო სავსე.