ტურისტმა სამი წლის წინ მოპარული მარმარილოს ნაჭერი რომში დააბრუნა

47

რომის ეროვნული მუზეუმმა საფოსტო გზავნილი მიიღო, რომელშიც უძველესი მარმარილოს ნაჭერი აღმოჩნდა. ამანათთან ერთად მოსულ წერილში ამერიკელი ქალბატონი წერს, რომ მარმარილო მან სამი წლის წინ მოიპარა. არტეფაქტზე შავი მარკერით წერია: “სემს სიყვარულით ჯესისგან, რომი, 2017 წელი.”

“თავს საშინლად ვგრძნობ არამხოლოდ იმიტომ რომ მე ის მოვიპარე, არამედ იმის გამო, რომ წარწერა გავაკეთე. ეს უდიდესი შეცდომა იყო და მხოლოდ ახლა ვხვდები რამდენად სულელურად მოვიქეცი”, – წერს ჯესი.

მუზეუმის თანამშრომლების აზრით, ქვა ფორუმიდანაა მოპარული.