პომპეიში არქეოლოგებმა ვეზუვის კიდევ ორი მსხვერპლი აღმოაჩინეს

56

უძველეს ქალაქ პომპეიში არქეოლოგებმა, ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს მომხდარი ვულკანის ვეზუვის ამოფრქვევის კიდევ ორი მსხვერპლი აღმოაჩინეს. როგორც ოფიციალურ პრეს–რელიზშია აღნიშნული ერთი ცხედარი 18–25 წლის მამაკაცს ეკუთვნის, მისი სიმაღლე დაახლოებით 156 სანტიმეტრია. სპეციალისტების განმარტებით, მისი ხერხემლის მდგომარეობა მიგვითითებს, რომ მამაკაცი მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ეწეოდა და აქედან გამომდინარე შესაძლოა, მონა ყოფილიყო.

რაც შეეხება მეორე მამაკაცს, ის 162 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ვეზუვის ამოფრქვევის მომენტში 30–40 წლის იყო. ასევე, მამაკაცზე მეტად ძვირფასი ტანსაცმელი იყო – ტუნიკა და შალის მოსასხამი.

შეგახსენებთმ რომ ნეაპოლის სიახლოვეს, უძველესი ქალაქი პომპეი 1592 წელს აღმოაჩინეს, თუმცა პირველი არქეოლოგიური გათხრები 1748 წელს დაიწყო.