ლეონარდო და ვინჩის საყვარლის ნამუშევარი 1,7 მილიონ ევროდ გაიყიდა

63

ფერწერული ტილო, რომელზეც მარიამ მაგდალინელია გამოსახული და რომლის ავტორობასაც ლეონარდო და ვინჩის საყვარელს, ჯან ჯაკომო კაპროტის (ე.წ. სალაი) მიაწერენ, პარიზში გამართულ აუქციონზე Artcurial 1,7 მილიონ ევროდ გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მხატვრის ახალი რეკორდია. ტილო 1515–1520 წწ. არის დათარიღებული და აქამდე ჯამპიეტრინოს ნამუშევრად ითვლებოდა.

სალაი ღარიბი ოჯახიდან იყო და როგორც და ვინჩის დღიურებშია აღნიშნული, ოსტატის სახელოსნოში 10 წლის ასაკში, 1490 წლის 22 ივლისს მივიდა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ხელოვნებათმცოდნეების აზრით, მას და ოსტატს სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდათ. სალაი და ვინჩისთან მის გარდაცვალებამდე დარჩა და მისი ფინანსური მენეჯერის, მოდელის, აგენტისა და სხვა მოვალეობებს ითავსებდა. აღსანიშნავია ასევე, რომ სწორედ სალაის უანდერძა ლეონარდომ მონა ლიზას პორტრეტი.