ბილი აილიშის “Bad Guy”–ს უსასრულო ქავერ–ვერსია გამოქვეყნდა

52

ბილი აილიშის კომპოზციის “Bad Guy”-ის მილიარდი ნახვის აღსანიშნავად, Youtube-მა სიმღერის ქავერ–ვერსიების უსასრულო კლიპი გამოაქვეყნა. ვიდეო ორიგინალი რგოლით იწყება, თუმცა, შემდეგ ჩნდება ფანჯრები, რომლის საშუალებიტაც შემდეგი ქავერის არჩევა მომხმარებელს თავად შეუძლია.

კლიპის შესაქმნელად რამდენიმე ათასი სხვადასხვა ქავერი იქნა გამოყენებული, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა გააერთიანა. ვიდეო–რგოლების ტაიმკოდი სინქრონიზირებულია, ამიტომ სხვა ვარიანტებზე გადართვაც ტრეკის შეწყვეტის გარეშე შესაძლებელია.