„გრემი 2021“ – ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

763

მუსიკალური დაჯილდოების „გრემი 2021“-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია. სიის სათავეში მომღერლები ბიონსე, ტეილორ სვიფტი, როდი რიჩი და დუა ლიპა არიან.  მათ შორის ლიდერობს ბიონსე, რომელიც 9 ნომინაციაშია წარდგენილი, ხოლო დანარჩენი არტისტები 6 ნომინაციაში დაასახელეს.

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაიმართება „გრემის“ რიგით 63-ე ცერემონია. თუმცა ცნობილია, რომ მუსიკალურ ღონისძიებას 31 იანვარს ჩატარდება და მას კომიკოსი, ტრევორ ნოა წაიყვანს.