ტეილორ სვიფტმა საკონცერტო ფილმი გამოაქვეყნა

62

ტეილორ სვიფტის საკონცერტო ფილმის “Folklore: The Long Pond Studio Sessions” პრემიერა სტრიმინგ–სერვისზე Disney+ შედგა. ფილმი ნიუ–იორკში სტუდიაში National’s Long Pond არის გადაღებული. სვიფტმა ცოცხლად შეასრულა კომპოზიციები საკუთარი ალბომიდან Folklore. ფილმში მომღერლის გარდა შეგიძლიათ იხილოთ ჯასტინ ვერნონი, აარონ დესნერი, ჯეკ ანტონოფი და სხვები.