სტრიტ–არტი ბუნების გადასარჩენად

55

ქალაქებში არსებული შენობების კედლები დიდი ხანია მხატვრული თუ პოლიტიკური იდეების გამოსათქმელად გამოიყენება. ლონდონის სამხრეთ ნაწილში, ჩარლტონ ლუის მასაიმ მასშტაბური პროექტი დაასრულა. ბრიტანელი მხატვარი ცდილობს მოსახლეობის ყურადღება გარემოს დაცვასა და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების თემაზე დაამახვილოს.

“მგონი, მნიშვნელოვანია, რომ მხატვრები სერიოზულად მიუდგნენ იმ ფაქტს, რომ საზოგადოებაში მათ დიდი როლი აკისრიათ. მათ აქვთ საშუალება ახალი პროცესები წამოიწყონ. ახლა ყველას მხოლოდ კორონავირუსის პანდემია ადარდებს, მაგრამ მსოფლიოში ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს”, – ამბობს ლუის მასაი.