ბენქსის არტ–ინსტალაცია მოიპარეს

55

ველოსიპედი, რომელიც ბრიტანელი ქუჩის მხატვრის, ბენქსის გრაფიტის ავსებდა და არტ–ინსტალაციას წარმოადგენდა, მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ ბენქსიმ გოგონა დახატა, რომელიც ჰულაჰუპს ატრიალებს, რომელსაც ველოსიპედის ბორბალი განასახიერებს. თავად მოპარული ობიექტი კედლის სიახლოვეს, ბოძზე იყო მიბმული.

გრაფიტი კედელზე 2020 წლის 13 ოქტომბერს გაჩნდა, მოგვიანებით ბენქსიმ ავტორობა დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ველოსიპედის დაკარგვა პირველად ადგილობრისი სკოლის მასწავლებელმა, ტრეისი ჯეინმა შენიშნა.

“ყველა გრაფიტიზე საუბრობდა ბოლო დროს, მაგრამ როცა მივუახლოვდი დავინახე, რომ ველოსიპედი დაიკარგა. სამწუხაროა, რომ ვიღაცამ ის მოიპარა და ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ ბენქსის, არამედ მთელ ნოთინგემს”, – აცხადებს ჯეინი.

პოლიცია არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მეორე დღეს ბოძზე სხვა ველოსიპედი გამოჩნდა.

თავად ავტორი კომენტარს არ აკეთებს.