ჯენიფერ ლოპესისა და Maluma-ს “ცეცხლოვანი პერფორმანსი” AMA-ის დაჯილდოებაზე

175

რამდენიმე საათის წინ მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი American Music Awards-ის ყოველწლიური ღონისძიება ჩატარდა. AMAs-ის 2020 წლის დაჯილდოებას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მაყურებელმა ვარსკვლავების ახალი სინგლების ფონზე არაერთი პერფორმანსიც იხილა. სოციალური ქსელის ყურადღება ჯენიფერ ლოპესისა და მალუმას დუეტმა მიიპყრო, მომღერლებმა AMAs-ის სცენაზე Pa’ Ti შეასრულეს.