ბობ დილანის ჩანაწერები აუქციონზე ნახევარ მილიონად გაიყიდა

54

ამერიკელი პოეტისა და მუსიკოსის, ბობ დილანის პირადი ნივთები აშშ–ში გამართულ აუქციონზე 495 ათას დოლარად გაიყიდა. სააქუციონო სახლის RR Auction Company–ის მიერ გაყიდულ ნივთებს შორის მოხვდა დილანის პირადი წერილები და გამოუქვეყნებელი ლექსები. კოლექცია მუსიკოსის მეგობარს, ტონი გლოვერს ეკუთვნოდა, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა.

აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი ბობ დილანის სიმრერის “Blowin’ in the Wind”–ის ხელნაწერი ტექსტი გახდა და ის 108 ათას დოლარად გაიყიდა.