და ვინჩის “სამყაროს მხსნელი” შესაძლოა ყალბი აღმოჩნდეს?

76

ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi (სამყაროს მსხნელი), რომელიც 2017 წელს 450 მილიონ დოლარად გაიყიდა, მუდამ საკამათო თემას წარმოადგენს. ლეონადროს შემოქმედების ექსპერტთა ნაწილის აზრით, საუდის არაბეთის პრინცმა ნახევარი მილიარდი დოლარი არა ოსტატის, არამედ მისი მოწაფეების ნამუშევარში გადაიხადა.

ამჯერად ფლორენციის იუნესკოს ცენტრის ექსპერტმა, 42 წლის ანალიზა დი მარიამ “მტკიცებულება” წარმოადგინა. ექსპერტის ხელში ლომბარდიაში მცხოვრები კერძო კოლექციონერის მფლობელობაში მყოფი ესკიზი მოხვდა – მასზე ქრისტეა გამოსახული, რომლის ავტორიც, დი მარიას აზრით, ლეონარდო და ვინჩია.

“ესკიზი ლეონარდოს საყვარელი ტექნიკითა და მისთვის დამახასიათებელი დინამიზმითაა შესრულებული. გარდა ამისა, ცატარდა ქაღალდის ანალიზიც და დადასტურდა, რომ ის XVI საუკუნის დასაწყისით თარიღდება”, – აცხადებს ექსპერტი.

ამ ყველაფრის საფუძველზე დი მარია ამტკიცებს, რომ ეს ლეონარდო და ვინჩის ესკიზია Salvator Mundi-სთვის – რომელიც მას აღარ დაუხატავს. ექსპერტისვე აზრით, ესკიზი მეტად ჰგავს ლეონარდოს ნახელავს, ვიდრე 450 მილიონ დოლარად გაყიდული ტილო.

აღსანიშნავია, რომ ესკიზი და ანალიზა დი მარიას კვლევუის შედეგებს საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილავენ.