ხელოვნების ნიმუშების ყველაზე მსხვილი კოლექციის მფლობელი გარდაიცვალა

49

ცათამბჯენების, ხელოვნების კოლექციის მფლობელი და ამერიკის ყველაზე მდიდარი ხალხის რეიტინგის 167–ე ადგილზე მყოფი შელდონ სოლოუ 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქონება 3,1–4,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. სოლოუს კოლექციაში შენახული სანდრო ბოტიჩელის “ყმაწვილი მედალიონით” Sotheby’s აუქციონზე 2021 წლის იანვარში გაიყიდება და მისი საწყისი ფასი 80 მილიონი დოლარია. ასევე გაიყიდება, მისსავე კოლექციაში მყოფი ალბერტო ჯაკომეტის სკულპტურაც.

შელდონ სოლოუს მფლობელობაში იყო ფრენსის ბეკონის, ამადეო მოდილიანის, პაბლო პიკასოს და სხვა ტოპ–ოსტატების ნამუშევრებიც.