სამეფო წყვილს ქორწინების 73 წლის მისალოცად შვილთაშვილებმა მისალოცი ბარათი გაუგზავნეს

31

დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპემ, ქორწინების 73 წლის დღეს, შვილთაშვილებისგან მისალოცი ბარათი მიიღეს. პრინცმა ჯორჯმა, პრინცესა შარლოტამ და პრინცმა ლუიმ ბებიას და ბაბუას დიდი თვითნაკეთი ბარათი გაუგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქორწილი 1947 წლის 20 ნოემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში შედგა. ელისაბედ მეორე მაშინ 21 წლის იყო, ხოლო ლეიტენანტი ფილიპე მაუნტბენეტი 26 წლის.