როგორ ვუგულშემატკივროთ „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელს?

34

„საბავშვო ევროვიზია 2020“-ზე ხმის მიცემა პარასკევს, 27 ნოემბერს 23:00 საათიდან დაიწყება და 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. კვირას, პირდაპირი ეთერის დაწყებისთანავე ხმის მიცემის პროცესი დროებით შეწყდება და განახლდება 15 წუთით მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ყველას შეუძლია საკუთარი ქვეყნიდან მხარი დაუჭიროს თავისი ქვეყნის წარმომადგენელს.

ხმის მიცემის წესებს უფრო დეტალურად ვიდეოდან შეიტყობთ.

ცნობისთვის, „საბავშვო ევროვიზია 2020“-ს ზედიზედ მეორედ პოლონეთი უმასპინძლებს. ევროფესტივალზე სულ 12 ქვეყანა მონაწილეობს. ფესტივალზე საქართველოს 10 წლის მომღერალი, სანდრა გადელია წარადგენს. ის შეასრულებს სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“, რომელზეც გიგა კუხიანიძემ და თემო საჯაიამ იმუშავეს. მუსიკალური შოუს წლევანდელი სლოგანია „აამოძრავე მსოფლიო“.